IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> 2014 წლის ტექ მოთხოვნები
nika
post Oct 23 2014, 23:43
Post #1


Unregistered









თეთრად ნაჩვენებია უცვლელი რაც დარჩა 2013 წლის ტექ მოთხოვნებიდან
გადახაზულად ნაჩვენებია ამოღებული პუნქტები
წითლად ნაჩვენებია ახალი პუნქტები


2014 წლის ტექნიკური მოთხოვნები ტროფი რეიდებისთვის და ტროფი ორიენტირებებისთვის

ავტომობილების დაყოფა ხდება 4 მეთოდით. პირველ ჯგუფში შედის ვიწრო ლიანდებიანი ავტომობილები. ანუ ის მანქანები რომელთა მინიმუმ ერთი ღერძის საბურავების შიდა ნაწილებს შორის მანძილი ნაკლებია 115 სანტიმეტრტზე (სამურაები, პაჯერო ჯუნიორები და ა.შ.) იხილეთ ნახაზი.
სურათი არ ჩანს. ფოტოს ასატვირთად გამოიყენეთ სხვა საიტი

მეორე ჯგუფში შედიან პორტალურ ხიდებიანი მანქანები, რომელთა ხიდის გარე რედუქტორების კბილანებს შიდა შეხება აქვთ (უაზები)
მესამეში პორტალურხიდებიანი კბილანების გარე შეხებით (უნიმოგი, პინძგაუერი, ლუაზი და ა.შ.).
მეოთხეში ყველა დანარჩენი.

საბურავების დიამეტრის გაზომვა ხდება სპეციალური საზომით (ე.წ. პლანკა) იზომება ყველა საბურავი, (სათადარიგოც). წნევა გაზომვისას 1.5. გაზომვა ხდება ჰორიზონტალურ სიბრტყეში რათა გამოირიცხოს მანქანის წონის ზემოქმედება.

ჯალამბარები იყოფა ორ ტიპად.
"ხელის ჯალამბარი" - ნებისმიერი ჯალამბარი რომელიც მხოლოდ ეკიპაჟის ფიზიკურ ძალას გამოიყენებს.
"ჯალამბარი" - ნებისმიერი ჯალამბარი რომელიც არ იყენებს ეკიპაჟის ფიზიკურ ძალას (ელექტრო, ჰიდრავლიკური, მექანიკური PTO და სვხა).

“ტურიზმი“. სერიული ავტომობილები მინიმალური გადაკეთებებით.
პორტალურხიდებიანი მანქანები აკრძალულია.

დაკიდება:
დასაშვებია დალიფტვა თუ ის ხდება მხოლოდ ზამბარების(ტორსიონების) ან რესორების გამოცვლით. სხვა დანარჩენი ელემენტების (გრძივი და განივი ბერკეტების, საჭის მექანიზმის და სხვა) გამოცვლა, ან მათი სამაგრი წერტილების გადატანა, აკრძალულია. დასაშვებია ამორტიზატორების გამოცვლა. დაუშვებელია ამორტიზატორების ძარაზე, ჩარჩოზე და ხიდზე, სამაგრების გადატანა. დასაშვებია "ატბოინიკების" გადატანა.
აკრძალულია პორტალური ხიდები.

საბურავები:
საბურავების გარე დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 82-სმ-ს.
ვიწრო ლიანდანი მანქანებისთვის 70 სმ
აკრძალულია ტრაქტორის საბურავები და საბურავების პროტექტორის დაჭრა გამავლობის გამოუჯობესების მიზნით.

ელექტროობა:
დაუშვებელია დამატებითი აკუმლატორების დაყენება.

ძარა:
აკრძალულია არკების გამოჭრა

ძრავი:
დასაშვებია მხოლოდ იმ ძრავების გამოყენება რაც სერიულად დგებოდა აღნიშნულ მოდელზე
აკრძალულია ძრავის გაძლიერება ტურბინის ან კომპრესორის დაყენებით, თუ ის ქარხნულად არ დგებოდა აღნიშნული ძრავის მოდელზე.

ტრანსმისია:
დასაშვებია მხოლოდ ისეთი ხიდების გამოყენება რაც სერიულად დგებოდა აღნიშნულ მოდელზე.

ჯალამბარი:
დასაშვებია მხოლოდ "ხელის ჯალამბარის" გამოყენება.
__________________________________________________

“გრანდ ტურიზმი“. სერიული ავტომობილები მცირე გადაკეთებებით.
პორტალურხიდებიანი მანქანები აკრძალულია.

დაკიდება:
დასაშვებია დალიფტვა თუ ის ხდება მხოლოდ ზამბარების(ტორსიონების) ან რესორების გამოცვლით.
დასაშვებია ამორტიზატორების სამაგრი წერტილების გადატანა. დასაშვებია დაკიდების ბერკეტების და სხვა ელემენტების სამაგრი წერტილების გადატანა.
აკრძალულია პორტალური ხიდები.

საბურავები:
საბურავების გარე დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 82-სმ-ს.
ვიწრო ლიანდანი მანქანებისთვის 70 სმ
აკრძალულია ტრაქტორის საბურავები და ტალახისთვის განკუთვნილი საბურავების პროტექტორის დაჭრა გამავლობის გამოუჯობესების მიზნით.

ელექტროობა:
დაუშვებელია დამატებითი აკუმლატორების დაყენება.

ძარა:
დასაშვებია არკების გამოჭრა დიდი ზომის საბურავების დასაყენებლად.

ძრავი:
დასაშვებია მხოლოდ იმ ძრავების გამოყენება რაც სერიულად დგებოდა აღნიშნულ მოდელზე
აკრძალულია ძრავის გაძლიერება ტურბინის ან კომპრესორის დაყენებით, თუ ის ქარხნულად არ დგებოდა აღნიშნული ძრავის მოდელზე.

ტრანსმისია:
დასაშვებია მხოლოდ ისეთი ხიდების გამოყენება რაც სერიულად დგებოდა აღნიშნულ მოდელზე.

ჯალამბარი:
დასაშვებია მხოლოდ "ხელის ჯალამბარის" გამოყენება.
__________________________________________________

ტრ1. სერიული მომზადებული ავტომობილები.

დაკიდება:
დასაშვებია დალიფტვა რომლის დროსად დაკიდების სამაგრები გადატანილი იქნება.
დასაშვებია შიდა შეხების პორტალური ხიდები.

საბურავები:
სავალდებულოა ტალახისთვის განკუთვნილი პროტექტორის მქონე საბურავები.
საბურავების გარე დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 85-სმ-ს.
ვიწრო ლიანდანი მანქანებისთვის 77 სმ
შიდა შეხების რედუქტორიანი პორტალურ ხიდებიანებისთვის 80 სმ
აკრძალულია ტრაქტორის საბურავები

ელექტროობა:
დაშვებულია მაქსიმუმ 2 აკუმლატორის დაყენება

ძარა:
დასაშვებია არკების გამოჭრა დიდი ზომის საბურავების დასაყენებლად.

ძრავი:
დასაშვებია ძრავის გამოცვლა თუ მისი სიმძლავრე სერიულს 10%–ზე მეტით არ აღემატება, და ძრავის საწვავის სახეობა იგივე რჩება.
აკრძალულია ძრავის გაძლიერება ტურბინის ან კომპრესორის დაყენებით, თუ ის ქარხნულად არ დგებოდა აღნიშნული ძრავის მოდელზე.

ტრანსმისია:
დასაშვებია მხოლოდ ისეთი ხიდების გამოყენება რაც სერიულად დგებოდა აღნიშნულ მოდელზე.
დასაშვებია ბლოკირებების, შეცვლილი გადაცემების და სხვა (გაძლიერებული) ნახევარღერძების გამოყენება.

ჯალამბარი:
სავალდებულოა მხოლოდ 1 (ერთი) "ჯალამბარის" გამოყენება. ასევე აკრძალულია რაიმე მოწყობილობა რომელის საშუალებას იძლევა უკანა მხარეს ამუშაო "ჯალამბარი".
"ჯალამბარის" მინიმალური კოეფიციენტი 1.5
__________________________________________________


ტრ2 - სპეციალურად მომზადებული ავტომობილები

დაკიდება:
დასაშვებია დაკიდების ნებისმიერი მოდიფიცირება

საბურავები:
სავალდებულოა ტალახისთვის განკუთვნილი პროტექტორის მქონე საბურავები.
დასაშვებია ნებისმიერი საბურავების გამოყენება რომელთა დიამეტრი არის 82-სმ-დან და 93 სმ–მდე
ვიწრო ლიანდიანებისთვის - 72 სმ-დან - 85 სმ–მდე
შიდა შეხების რედუქტორიანი პორტალურხიდებიანი ავტომობილებისთვის - 77 სმ–დან 88 სმ–მდე
გარე შეხების რედუქტორიანი პორტალებისთვის - 77 სმ-დან- 85 სმ–მდე

ტრანსმისია:
დასაშვებია ნებისმიერი მსუბუქი ავტომობილის ხიდების გამოყენება.

ელექტროობა:
დასაშვებია მაქსიმუმ 3 აკუმლატორის დაყენება

ძარა:
დასაშვებია ნებისმიერი მოდიფიკაციები

ძრავი:
დასაშვებია ნებისმიერი შიგა წვის ან ელექტრო ძრავის დაყენება.

ჯალამბარი:
სავალდებულოა მინიმუმ 1 "ჯალამბარი"
დასაშვებია მაქსიმუმ 2 "ჯალამბარის" დაყენება. ამასთან დასაშვებია მანქანაზე უფრო მეტი "ჯალამბარის" მისამაგრებელი ადგილის არსებობა გადასატანი "ჯალამბარის" დასაყენებლად.
"ჯალამბარის" მინიმალური კოეფიციენტი 1.5
__________________________________________________


ტრ3 - სპეციალურად მომზადებული ავტომობილები (პროტოტიპები)

დაკიდება:
დასაშვებია დაკიდების ნებისმიერი მოდიფიცირება

საბურავები:
სავალდებულოა ტალახისთვის განკუთვნილი პროტექტორის მქონე საბურავები.
დასაშვებია ნებისმიერი პნევმატური საბურავების გამოყენება რომელთა დიამეტრი არის მინიმუმ 90
ვიწრო ლიანდიანებისთვის მინიმუმ 83
შიდა შეხების რედუქტორიანი პორტალურხიდებიანი ავტომობილებისთვის მინიმუმ 83 სმ
გარე შეხების რედუქტორიანი პორტალებისთვის მინიმუმ 83 სმ

ტრანსმისია:
დასაშვებია ნებისმიერი ხიდების გამოყენება.

ელექტროობა:
თავისუფალი

ძარა:
დასაშვებია ნებისმიერი მოდიფიკაციები

ძრავი:
დასაშვებია ნებისმიერი შიგა წვის ან ელექტრო ძრავის დაყენება.

ჯალამბარი:
სავალდებულოა მინიმუმ 1 "ჯალამბარი"
დასაშვებია მაქსიმუმ 3 "ჯალამბარის" დაყენება. ამასთან დასაშვებია მანქანაზე უფრო მეტი "ჯალამბარის" მისამაგრებელი ადგილის არსებობა გადასატანი "ჯალამბარის" დასაყენებლად.
"ჯალამბარის" მინიმალური კოეფიციენტი 1.5

გარდა ამისა ყველა ჩათვლის ჯგუფში აკრძალულია საბურავებზე მოცურების საწინააღმდეგო დამატებითი საშუალებების გამოყენება (ჯაჭვები, თოკები და ა.შ.)
ყველა ავტომობილი უნდა იყოს აღჭურვილი როგორც მძღოლის ასევე შტურმანის მინიმუმ სამ წერტილიანი ღვედებით.

ტრ1 ტრ2 და ტრ3 ჩათვლით ჯგუფებში სავალდებულოა სპორტული (არაა სავალდებულო საავტომობილო) ჩაფხუტების გამოყენება.

ყველა ჯალამბარიან ავტომობილზე რომელიც აღჭურვილია ფოლადის ბაგირით, სავალდებულოა ბაგირის გაწყვეტისას ენერგიის ჩამხშობის გამოყენება.
ჩამხშობი უნდა წარმოადგენდეს როგორც მინიმუმ რეზინის მილის ნაჭერს, რომლის სიგრძეა არანაკლებ 50 სმ, და წონა არანაკლებ 1.5 კგ.

ყველა ავტომობილს უნდა ჰქონდეს გამართული ელექტრო განათება (ფარები, გაბარიტის მაჩვენებლები, სტოპ ნათურები, უკანა სვლის ნათურები, მოხვევის მაჩვენებლები და სხვ.)
Go to the top of the page
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 26th April 2018 - 15:35