IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ექსპერტიზა, დასაშვებია თუ არა ალუმინის დისკის აღდგენა?
cerber
post Oct 26 2018, 15:11
Post #1


Advanced Member
****

Group: Registered
Posts: 117
Joined: 14-April 09
Member No.: 3,931
მანქანა: Toyota Hilux Surf 3.4, Toyota Mr2 GTS



ცოტა არათემატური პოსტია მაგრამ ფორუმს მაინც გამოვაცოცხლებ ცოტათი იმედია smile.gif. მოკლედ სადაზღვევო კომპანიები რამდენადაც გამოძალვაზე არიან თუ შენ ხარ დამნაშავე, იმდენადვე წუწურაქობენ თუ მართალი ხარ.
ახლახანს უცხო ქვეყნის ტრაილერი დამეჯახა უკნიდან. დაზიანდა ფრთა, ბამპერის კუთხე და დისკი. კერძოდ დისკის კანტი მთლიანად "ააფრეზა" იმ ტრაილერის დისკმა. პატრულმა თავისთავად ტრაილერის მძღოლი დააჯარიმა და როცა ზარალის ანაზღაურებაზე წავიდა საუბარი, აღმოჩნდა რომ ტრაილერი დაუზღვევიათ საზღვარზე შემოსვლისას. წელს შეუქმნიათ სავალდებულო დაზღვევის სახელმწიფო სამსახური რომელშიც გაერთიანებულნი არიან სხვადასხვა კომერციული სადაზღვევო კომპანიები რომლებიც რიგრიგობით ასე ვთქვათ ინაწილებენ ხოლმე საქმეებს. ეს სამსახური სავალდებულო წესით აზღვევს ყველა უცხო ქვეყნის მანქანას რომელიც საზღვარს კვეთს. ჩემს შემთხვევაში მოვიდა პე ეს პე დაზღვევის წარმომადგენელი და გამიშვა მათ მიერ დაქირავებულ "ექსპერტებთან" გლდანში. ჩვეულებრივი პროფილაქტიკაა რომლებთანაც როგორც ჩანს კონტრაქტი აქვს გაფორმებული სადაზღვევო კომპანიას. ნუ დაათვალიერეს ვიზუალურად, დამაიმედეს რომ ყველაფერს ისე გულისყურით შეაფასებდნენ თითქოს მათი საკუთარი მანქანა დაზიანებულიყო და გამომიშვეს. გუშინ მახარეს რომ დისკის აღდგენა შესაძლებელია და ჯდება სულ რაღაც 80 ლარი. ანუ მინაზღაურებენ 80 ლარს. რომ ვკითხე რა გზებით აპირებდნენ იმ აჭრილი კანტის აღდგენას, მითხრეს რომ არგონით აღადგენენო.

თქვენი აზრი მაინტერესებს, ასეთი დაზიანების მქონე დისკის აღდგენა რამდენად ნორმალურია? ანუ მთელს წრეზე რომ გააცხელებ და დაადუღებ მერე ეგ დისკი პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება? ჩემი აზრია რომ ეგეთი დისკი გადასაგდები იქნება. მქონია მსგავსი შემთხვევა და გაცხელების მერე იმ დისკის ბორტი ყოველი ორმოში ჩარტყმის მერე იღუნებოდა.

სამხარაულში მითხრეს რომ დისკის აღდგენადობაზე ექსპერტიზას არ ატარებენ. კიდევ სად შეიძლება რომ ამაზე დასკვნა დადონ რასაც დავაში გამოვიყენებ. ან ააქვს საერთოდ აზრი ამ შემთხვევაში სადაზღვეოსთან ჭიდაობას?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
4runner
post Oct 29 2018, 22:50
Post #2


Super Member
*****

Group: Registered
Posts: 7,905
Joined: 3-December 07
Member No.: 521
მანქანა: mercedes G-320. toyota prado 150.



ბოლო ბოლო გამოართვი ეგ 80 ლარი დაამატე და იყიდე დაშლილებში დისკს


--------------------
Совершенная ваза никогда не выходила из рук плохого мастера.

Море потому велико, что и мелкими речками не брезгует.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
cerber
post Oct 30 2018, 11:20
Post #3


Advanced Member
****

Group: Registered
Posts: 117
Joined: 14-April 09
Member No.: 3,931
მანქანა: Toyota Hilux Surf 3.4, Toyota Mr2 GTS



QUOTE(4runner @ Oct 29 2018, 22:50) *

ბოლო ბოლო გამოართვი ეგ 80 ლარი დაამატე და იყიდე დაშლილებში დისკს


Azev ის სპორტული დისკებია, იბეიზე 1200 დოლარი ღირს ნახმარი კომპლექტი საშუალოდ. მაგას ვჩივი თორემ სტოკ დისკებზე საერთოდ არ ვინერვიულებდი ))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
irakli
post Nov 3 2018, 02:23
Post #4


Irakli
*****

Group: Club Member
Posts: 6,702
Joined: 20-November 06
Member No.: 57
მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში)



ციტატა(cerber @ Oct 30 2018, 11:20) *

Azev ის სპორტული დისკებია, იბეიზე 1200 დოლარი ღირს ნახმარი კომპლექტი საშუალოდ. მაგას ვჩივი თორემ სტოკ დისკებზე საერთოდ არ ვინერვიულებდი ))

თუ წერილობით მოგცემენ გარანტიას, რომ აღდგება პირვანდელ მდგომარეობაში, სცადე. თუ არა, მაშინ არ დათანხმდე.


--------------------
ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.

ოფროუდ ფორუმი ჩვენია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
cerber
post Nov 5 2018, 14:09
Post #5


Advanced Member
****

Group: Registered
Posts: 117
Joined: 14-April 09
Member No.: 3,931
მანქანა: Toyota Hilux Surf 3.4, Toyota Mr2 GTS



QUOTE(irakli @ Nov 3 2018, 02:23) *

თუ წერილობით მოგცემენ გარანტიას, რომ აღდგება პირვანდელ მდგომარეობაში, სცადე. თუ არა, მაშინ არ დათანხმდე.


ირაკლი თვითონ იმ ინვოისში რომელიც შემფასებელმა კომპანიამ შეადგინა უბრალოდ აღდგენა წერია. დავუშვათ წერილობით დამიდასტურეს რომ პირვანდელ მდგომარეობამდე აღადგენენ და ვთქვათ მართლაც აღადგინეს ვიზუალურად, როგორ დავამტკიცო რომ ტექნიკური მახასიათებელი არ არის აღდგენილი? ანუ ვიზუალური მხარე რომ აღდგება მაგის მოლოდინი მაქვს მაგრამ ტექნიკურად მგონია რომ უვარგისი იქნება დისკი. სამხარაულის ბიურო რომ აკეთებდეს მასეთ დასკვნას მაშინ ვიდავებდი მაგრამ არ ვაკეთებთო და სხვა კომპეტენტური დაწესებულება არსებობს? რომლის დასკვნასაც სასამართლო გაითვალისწინებს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 20th November 2018 - 17:56