![]() |
![]() ![]() |
![]() |
Geooffroader |
![]()
Post
#1
|
![]() Super Member ![]() ![]() ![]() ![]() ![]() Group: Club Member Posts: 10,229 Joined: 22-September 06 From: ХИЗ Member No.: 22 მანქანა: Suzuki Samurai (xren ego znaet) frankenstein; Jeep Grand Cherokee Overland 4.7 H.O. V8 280Hp ![]() |
ბატონებო,
საქართველოს ოფროუდის ფედერაცია გაცნობებთ, რომ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესაძლო კანონდარღვევების თავიდან აცილების მიზნით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო, თანამშროლობის ფარგლებში მოგვმართავს თხოვნით, რომ თავი შევიკავოთ off-road-ისათვის განკუთვნილი სპეციალური ავტომობილებით საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე გადაადგილებისაგან იქ, სადაც ვრცელდება შესაბამისი აკრძალვები და არ არის ნებადართული ავტომობილებით გადაადგილება. ასეთ ადგილებში მსგავსი ქმედების განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელია ჩადენილ იქნას შემდეგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებულია შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები: მუხლი 512. მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და გადაადგილება, რაც დაკავშირებული არ არის დადგენილი წესით ნებადართულ ღონისძიებებთან, - გამოიწვევს დაჯარიმებას ათას ხუთასიდან ორი ათას (1500-2000) ლარამდე. მუხლი 641. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების საზღვრებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა და დაზიანება 1. დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა და დაზიანება - გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ხუთას (400-500)ლარამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვების ფარგლებში ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მიმართ - გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ექვსას (500-600) ლარამდე. მუხლი 89. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დაცვის წესებისა და რეჟიმის დარღვევა 1. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დაცვის წესებისა და რეჟიმის დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოციდან სამოცდაათ (40-70) ლარამდე. 2. იგივე ქმდება, ჩადენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის, სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვების ფარგლებში - გამოიწვევს დაჯარიმებას სამოციდან ოთხმოცდაათ (60-90) ლარამდე. აქედან გამომდინარე, სააგენტომ, გამოხატა რა პატივისცემა ოფროუდ-მოძრაობისადმი საქართველოში, თხოვნით მოგვმართა საქართველოს ოფროუდის ფედერაციას, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მოვახდინოთ ოფროუდ-მოძრაობაში ჩართულ პირთა ინფრომირება აღნიშნულის შესახებ, რათა თავიდან იქნას აცილებული რაიმე სახის სავარუდო კანონდარღვევა და მისი თანმდევი ქმედება. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილებისა და შესაძლო კანონდარღვევის პრევენციის მიზნით,საქართველოს ოფროუდის ფედერაცია მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ დაცულ ტერიტორიებზე გადაადგილებისაგან იმ ადგილებში, სადაც ვრცელდება შესაბამისი აკრძალვები. მიმართვას თან ახლავს დაცული ტერიტორიების რუკები. წინასწარ მადლობას გიხდით გულისხმიერებისთვის. პატივისცემით, საქართველოს ოფროუდის ფედერაცია თბილისის მიმდებარე დაცული ზონების რუქა. პ.ს. დროდადრო დაემატება საქართველოს სხვადასხვა დაცული ტერიტორიების რუქებიც. -------------------- come back Nick
|
sambela |
![]()
Post
#2
|
![]() Super Member ![]() ![]() ![]() ![]() ![]() Group: Registered Posts: 998 Joined: 8-December 14 Member No.: 6,337 მანქანა: mitsubishi pajero mini ![]() |
ეს ფერები რა პონტია? ამ ადგილებში საერთოდ არ შეიძლება შესვლა თუ გზიდან არ უნდა გადავუხვიოთ?
-------------------- სადაც ვერ გახვალ გადახტი.
|
nika |
![]()
Post
#3
|
Unregistered ![]() |
sambela
ნებართვის გარეშე შესვლა არ შეიძლება. აი აქაა დაცული ტერიტორიების სრული რუკები https://www.google.com/maps/d/u/0/viewer?mi..._o.kj9Px9wi39II |
nika |
![]()
Post
#4
|
Unregistered ![]() |
როგორც ხედავთ ჩვენი მარშუტებიდან დაცულ ტერიტორიებში ხვდება 3
1) ცხვარიჭამია ღულელები. 2) მამკოდა-ნორიო 3) მანგლისი-გოსტიბე (ნამტვრიანიდან ქედზე ასვლამდე). თვითონ ქედის თხემი არ შედის დაცულ ტერიტორიებში, ანუ გოსტიბე-კლდეკარით გავლა შესაძლებელია. |
Levani |
![]()
Post
#5
|
![]() Super Member ![]() ![]() ![]() ![]() ![]() Group: Club Member Posts: 7,918 Joined: 30-April 07 From: Georgia. Tbilisi Member No.: 173 მანქანა: PAJERO II 3.0,R/D lock, BFG M/T33"/NISSAN SAFARI 4800VTC BFG KO2 33" ![]() |
გვავიწროვებენ ნელ ნელა. მამკოდა ნორიო ავტობანი გახდა დიდი ხანია. ცხვარიჭამია-ღულელები დიდად დატვირთული არ ყოფილა. აი, ნამტვრიანი გოსტიბეს მიმართულება ქედის თხემამდე ეგ ცუდია. ერთ ერთი უმაგრესი ტრეკია.
-------------------- RED DEVIL
|
nika |
![]()
Post
#6
|
Unregistered ![]() |
Levani
ციტატა ნამტვრიანი გოსტიბეს მიმართულება ქედის თხემამდე ეგ ცუდია. ერთ ერთი უმაგრესი ტრეკია. პრინციპში მანდ ქედის აქეთა მხარეს დიდი ოფროუდი არც იყო. ღამეა ხოლმე უბრალოდ დაშვება ექსტრიმი გზა შეიძლება აგებნეს. სამაგიეროდ კლდეგარამდე თუ გააგრძელე გზა აი ეგ უკვე ექსტრიმია. ნუ ზამთარში სამწუხაროდ გაუვალი. |
4runner |
![]()
Post
#7
|
![]() Super Member ![]() ![]() ![]() ![]() ![]() Group: Registered Posts: 7,906 Joined: 3-December 07 Member No.: 521 მანქანა: mercedes G-320. toyota prado 150. ![]() |
ლოგიკას ვერ ვხვდები ტყეში მანქანით მოძრაობა ვის რა ზიანს აყენებს?! რამე სამხედრო ან მსგავს ობიექტებს ხო არ ამატებენ მაგ ტეტიტორიებზე ?
-------------------- Совершенная ваза никогда не выходила из рук плохого мастера.
Море потому велико, что и мелкими речками не брезгует. |
Muddy Princess |
![]()
Post
#8
|
![]() Super Member ![]() ![]() ![]() ![]() ![]() Group: Registered Posts: 2,406 Joined: 8-August 12 Member No.: 5,568 მანქანა: pajero III 2000, 3.2 did r/d lock with BFGoodrich Mud-Terrain km2 ![]() |
ნიადაგს აფუჭებთ
![]() |
nika |
![]()
Post
#9
|
Unregistered ![]() |
4runner
დაცული ტრიტორიაა და ბუნებას აზიანებ. თუმცა თუ დეტალურად გაინტერესებს შეგიძლია მიმართო http://apa.gov.ge/ge/contact |
USU |
![]()
Post
#10
|
![]() Super Member ![]() ![]() ![]() ![]() ![]() Group: Club Member Posts: 8,917 Joined: 19-March 09 Member No.: 3,864 მანქანა: Jeep Grand Cherokee WJ, 2004 Overland, 4.7 H.O. x2 ![]() |
4runner
ჰუმუსოვანი ფენები იხსნება ბრატ -------------------- It's a Jeep, you wouldn't understand...
Мужик не кактус, ему пить надо... До рая доходят только те, кто не бросает своих друзей! Не иди туда, куда ведет дорога. Иди туда, где дороги нет, и оставь свой след !!! სექსი, მაფია, პორნოგრაფია - ოფროუდ ჯი |
4runner |
![]()
Post
#11
|
![]() Super Member ![]() ![]() ![]() ![]() ![]() Group: Registered Posts: 7,906 Joined: 3-December 07 Member No.: 521 მანქანა: mercedes G-320. toyota prado 150. ![]() |
ეგენი კი წავიკითხე რაც უწერიათ მარა აფსურდია. მანქანა არსებული ბილიკების და ტყის გზების გარდა ვერანსირად ვერ მოხვდება ისეთ ადგილას სადაც რამეს დააზიანებს პროცენტული შანსი მაგის 2%არ გაცდება ამიტო გამიჩნდა ეჭვი რო რაღაცის დამალვა უნდათ და რიგ ტერიტორიებზე არ აწყობთ მოტასავე ჯიპერები
-------------------- Совершенная ваза никогда не выходила из рук плохого мастера.
Море потому велико, что и мелкими речками не брезгует. |
nika |
![]()
Post
#12
|
Unregistered ![]() |
რა ვერ გაიგე? ეგ არსებული გზაც აღარ ითვლება გზად. მორჩა დაიკეტა ეგ ტერიტორია.
|
HUSHTA |
![]()
Post
#13
|
![]() Super Member ![]() ![]() ![]() ![]() ![]() Group: Registered Posts: 11,118 Joined: 28-November 06 From: Milky Way Member No.: 63 მანქანა: NISSAN SAFARI GQ/Y60 - 4.2D ![]() |
სულაც არ მინდა რომ ოფროუდი გაპაპსავდეს
![]() შეზღუდვები მერე ნახე... -------------------- "The Safari philosophy will never change: Reliable performance must always be achieved"
Long live the mighty Patrol... NISSAN LIONHEART ჩქარა ვჩქარდებოდი ხოლმე მაგ სიჩქარემდე © marge |
4runner |
![]()
Post
#14
|
![]() Super Member ![]() ![]() ![]() ![]() ![]() Group: Registered Posts: 7,906 Joined: 3-December 07 Member No.: 521 მანქანა: mercedes G-320. toyota prado 150. ![]() |
ანუ მაგ ტერიტორიებზე რო გაგაჩეროს გარემოს ზედამხედველობამ 2000ლარი ჯარიმა ეგრევე ზედაგაქ? იქნებ გზა ამერია და სულ არ ვიცი სად მოვხვდი მაშინაც ჯარიმაზე ხარ?. მე მომსვლია მასეთი რამე და მაგიტომ მსინტეტესებს
-------------------- Совершенная ваза никогда не выходила из рук плохого мастера.
Море потому велико, что и мелкими речками не брезгует. |
nika |
![]()
Post
#15
|
Unregistered ![]() |
4runner
წერია ზევით რაზე რა ჯარიმაა. |
irakli |
![]()
Post
#16
|
![]() Irakli ![]() ![]() ![]() ![]() ![]() Group: Club Member Posts: 6,735 Joined: 20-November 06 Member No.: 57 მანქანა: Volvo TGB1111, willys MB 1943 (რესტრავრაციის პროცესში) ![]() |
სამწუხაროა.
-------------------- ავტოსპორტის ყველაზე ნელი სახეობის მოყვარული.
ოფროუდ ფორუმი ჩვენია. |
მწვანე პარტიზანი |
![]()
Post
#17
|
![]() Super Member ![]() ![]() ![]() ![]() ![]() Group: Registered Posts: 1,963 Joined: 31-August 09 Member No.: 4,152 მანქანა: Dead Rover ![]() |
ციტატა იქნებ გზა ამერია და სულ არ ვიცი სად მოვხვდი მაშინაც ჯარიმაზე ხარ? მართალია, გადახედვას საჭიროებს ჩემი აზრით |
rezident |
![]()
Post
#18
|
![]() Super Member ![]() ![]() ![]() ![]() ![]() Group: Club Member Posts: 9,258 Joined: 6-October 09 Member No.: 4,214 მანქანა: MAGDU ![]() |
ეგრე თოფიანი მონადირეც იტყვის გზა ამერიაო და ეგ ხომ არგუმენტი არაა....
-------------------- www.ipcenter.ge
|
მჟავე |
![]()
Post
#19
|
Super Member ![]() ![]() ![]() ![]() ![]() Group: Registered Posts: 3,916 Joined: 5-March 10 From: ტიფლის Member No.: 4,529 მანქანა: MMC montero 3.5 sohc suzuki grand vitara J20Y ![]() |
მართალია, გადახედვას საჭიროებს ჩემი აზრით -------------------- საქართველო მარტო თბილისი არ არის და ვერ იქნება
წინ წარსულისაკენ მოწევა კლავს Это интеллектуальная элита или кружок идиотов? ჩინურიორიგინალი დეტალები ზდექ იქ ზეთის თემაა არენდო ინსტრუქციას Уже ни для кого не секрет, что мосты это удел динозавров… |
4runner |
![]()
Post
#20
|
![]() Super Member ![]() ![]() ![]() ![]() ![]() Group: Registered Posts: 7,906 Joined: 3-December 07 Member No.: 521 მანქანა: mercedes G-320. toyota prado 150. ![]() |
ეგრე თოფიანი მონადირეც იტყვის გზა ამერიაო და ეგ ხომ არგუმენტი არაა.... თოფიან მონადირეებს ერევა გზა თუ ერევა ყველა ნავიგაციით კი არ დადის ![]() -------------------- Совершенная ваза никогда не выходила из рук плохого мастера.
Море потому велико, что и мелкими речками не брезгует. |
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 22nd February 2019 - 02:13 |