Extreme 2010

Extreme 2010 27 ივნისს, თბილისში, დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართება საერთაშორისო ოფროუდ ტურნირი “ექსტრიმi-2010″
ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს ექსტრემალური ავტოტურიზმის კავშირი “ოფროუდ კლუბი” და ვებ პორტალი adrenaline.ge, ოფიციალური მხარდამჭერები – თბილისის მერია და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი, სპონსორები – მაგთი, მაღაზია “4 ვედე”, ჰაიდელბერგცემენტი. ტურნირი უკვე მეორე წელია ექსტრემალური სპორტის კვირეულის ფარგლებში იმართება.
“ექსტრიმი-2010″ განეკუთვნება “ტრიალის” ტიპის შეჯიბრს და მასში მონაწილე პრეტენდენტებმა უნდა დაძლიონ წინასწარ განსაზღვრული ტრეკის რთულად გადასალახი მონაკვეთები, ბუნებრივი თუ სპეციალურად შექმნილი ბარიერებით. გამარჯვებულად ითვლება საუკეთესო დროის მქონე სპორტსმენი.
შეჯიბრი ჩატარდება 4 ჩათვლით კატეგორიაში:
• სტანდარტი – სტანდარტული ავტომობილები მინიმალური გადაკეთებით;
• მონსტრები – სტანდარტული 4 კარიანი ავტომობილები მინიმალური გადაკეთებით;
• ექსტრიმი – სპეციალურად მომზადებული ავტომობილები;
• კვადროციკლები
ტურნიში მონაწილეობენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და ირანის წარმომადგენელი პროფესიონალი სპორტსმენები. შეჯიბრში მონაწილეობა ასევე შეუძლიათ იმ მოყვარულ ავტომობილისტებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ რეგლამენტით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს.
უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, მონაწილე ეკიპაჟებისთვის სავალდებულოა უსაფრთხოების ღვედები, დამცავი ჩაფხუტები, ცეცხლმაქრი და მინი-აფთიაქი.

Armtrial 2010

13 ივნისს, სომხეთში გამართულ საერთაშორისო ოფროუდ ტურნირზე – “არმტრიალ 2010″, საქართველოს სახელით მოასპარეზე ეკიპაჟმა II ადგილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ურთულესი ტრასის ბოლომდე გავლა და დაფინიშება TR2 ჩათვლით ჯგუფში სულ ორმა ეკიპაჟმა მოახერხა და აქედან ერთი – ჩვენი კლუბის წევრი დავით ბარძიმაშვილია.

მან TR2 კატეგორიის ფინიშს მაქსიმალურად მოკლე დროში მიაღწია და საუკეთესო დრო აჩვენა, თუმცა საჯარიმო ქულების გამო, მსაჯებმა უპირატესობა სომეხ მონაწილეს მიანიჭეს, რის გამოც ბარძიმაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

წაიკითხეთ სრულად »

ჟატი 2010 დაჯილდოვება

17 აპრილს, საერთაშორისო ოფროუდ ტურნირ “ჟატი 2010″-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ტროფი-ორიენტირება “ჟატი 2010″, “ოფროუდერს კლუბის” ორგანიზებით, კახეთის რეგიონში, სოფელი პატარძეულისა და ხაშმის მიმდებარე ტერიტორიაზე 11 აპრილს გაიმართა. სპონსორები – მაღაზია “4ვე-დე”, “ჰაიდელბერგ ცემენტი”, საფოსტო გადაზიდვების კომპანია – “მულტიექსპრესი”.
წაიკითხეთ სრულად »

მიიღე მონაწილეობა ორიენტირებაში – ჟატი 2010


მაშ ასე. ყინული დაიძრა.

ორიენტირება სახელწოდებით ჟატი 2010

შეჯიბრი ჩატარდება 2010 წლის ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად 3 ჯგუფში ტრ1, ტრ2 და ტრ3
ტექ მოთხოვნები იხილეთ ამ ბმულზე http://off-road.ge/forum/index.php?showtopic=5397

წაიკითხეთ სრულად »

კლუბის გასვლა 28 თებერვალს: კარსანი-ჭილი

10-ზე შევიკრიბეთ ფოთოლასთან. საკმაოდ მალე გავედით. ტრასაზე ცალ-ცალკე ვიარეთ და მცხეთის გადასახვევიდან უკვე ერთად ვიარეთ. კარსანთან არაფერი საინტერესო არ იყო თითქოს. თუმცა ზევით ტალახები იყო და ნაკადულზე გადასვლისას ცოტა წავიხალისეთ. მაინც იოლად გავიარეთ ეს გზა. და უკვე 12:30-ზე სასაფლაოს გზასთან შეერთებაზე ვიყავით.

მიზანი იყო სს3 მარა ვინაიდან 2 მანქანა (ერთი ნისანი და გაზ 69) დავარაუდოდ მანდ ვერ ივლიდა.და ამ დროს ჯერ ნიხვატკაში იყ ყველა, გადავწყვიტეთ ცოტა გაგვერთულებინა სს3-ის სტარტთან მისვლა. ჯერ წავედით ჭილის “კლასიკური გზით”. აქვე ერთ ადგილას უკვე გაერთო ხალხი. ჰუშტამ სცადა FBEL-ების ძალა ეჩვენებიდა. და უშედეგოდ. თუმცა ჯალოს გარეშე ვერც ვასომ გაიარა ეგ მონაკვეთი და ვერც ბადრიმ. ამასობაში კახის მანქანას რაღაც პრობლემები შეექმნა კოლოფზე. პლისუ პადმატორნები აუგლეჯია. მოკლედ აქედან გაბრუნდა უკან.
ამასობაში ხაზზე ჯადო გამოვიდა.
წაიკითხეთ სრულად »

კლუბის გასვლა 31 იანვარს: კასპი–მანგლისი

მაშ ასე დაიწყო ახალი წელი და 31 იანვარს შედგა კლუბის პირველი გასვლა.

დაგეგმილი იყო  კასპი–გოსტიბე–გოგოტი–ნამტვრიანი-მანგლისი მარშუტის გასვლა.
ეს მარშუტი რამდენჯერმე უკვე გადალახულ იქნა მაგრამ მხოლოდ მანგლისის მხრიდა. კასპის მხრიდან ის უფრო რთულია რაც ამ გასვლამაც დაადასტურა

შევიკრიბეთ “ფოთოლასთან” 8:30-ზე. მერე დავიშალეთ საჭმელებისა და საწვავის შესავსებად, საბოლოოდ ახალი ნათებიდან გავედით ასე 10:30-ზე.
საკმაოდ გაჭირდა გოსტიბემდე ასვლა, გზა მაგარი მოყინული იყო და მ/ტ საბურავები საერთოდ არ დადიოდა. ბერკეტას კიდე ძწალი უცხელებდა სულ და ამიტომაც უკან გამობრუნდა.
წაიკითხეთ სრულად »