Extreme 2010 – შედეგები

27 ივნისს, თბილისში, დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართა საერთაშორისო ოფროუდ ტურნირი “ექსტრიმი-2010″.
ტურნირი გაიამრთა საქართველოს ექსტრემალური ავტოტურიზმის კავშირი “ოფროუდ კლუბის” ორგანიზებით, ვებპორტალი “ადრენალინე.გე”-ს მიერ ორგანიზებული ექსტრიმის კვირეულის ფარგლებში. ოფიცილაური მხარდამჭერები – თბილისის მერია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი. სპონსორები – “ბალი”, მაღაზია “4 ვე-დე”, “ჰაიდელბერგ-ცემენტი”.

“ექსტრიმი-2010″-ს მონაწილე პრეტენდენტებს მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა დაეძლიათ წინასწარ განსაზღვრული ტრეკის რთულად გადასალახი მონაკვეთები, ბუნებრივი თუ სპეციალურად შექმნილი ბარიერებით.
ტურნიში მონაწილეობდნენ საქართველოსა და სომხეთის, წარმომადგენელი როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული ავტოსპორტსმენები. უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, თბილისი მერიის მიერ მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების და სახანძრო ავტომანქანები, ასევე, ორგანიზატორეის მოთხოვნით, მონაწილე ეკიპაჟებისთვის სავალდებულო იყო უსაფრთხოების ღვედები, დამცავი ჩაფხუტები, ცეცხლმაქრი და ავტო-აფთიაქი.
შეჯიბრი ჩატარდა 3 ჩათვლით კატეგორიაში:

• სტანდარტი – სტანდარტული ავტომობილები მინიმალური გადაკეთებით;
• მონსტრები – 4 კარიანი ავტომობილები მინიმალური გადაკეთებით;
• ექსტრიმი – სპეციალურად მომზადებული ავტომობილები;

საპრიზო ადგილები მოანწილეთა შორის ასე გადანაწილდა:

კატეგორია “სტანდარტი”
1) სევადა ასატრიანი/ემილ მკრტჩიანი – NIVA21213 – 02:07
2) გიგა მურღულია/ვერა მურღულია – Landrover Defender 90 – 02:13
3) გოირგი გაბრიჩიძე/ალექსანდრე შეყილაძე – Niva 21213 – 02:48

კატეგორია `მონსტრები~
1) დავით საძაგლიშვილი/პაატა წაქაძე – Landrover Discovery I – 02:23
2) რევაზ სახვაძე/გიორგი შავიძე – Jeep Grand Cherokee – 02:35
3) ელმან მაჰმუდოვი/გიოგრი ზაალიშვილი – Toyota Hilux – 02:46

კატეგორია `ექსტრიმი~
1) დავით ლობჟანიძე/ნიკოლოზ ჩაჩხიანი – Suzuki Jimny Wide – 02:32
2) დავით მამუკაშვილი/ემზარ გალუაშვილი – Jeep Wrangler – 02:48
3) ვახტანგ ფიცხელაური/დავით მეშვილდიშვილი – Nissan Safari - 02:53

No Comments

No comments yet.

Sorry, the comment form is closed at this time.