4-5 დეკემბერს, საქართველოს ექსტრემალური ავტოტურიზმის კავშირ “ოფროუდ კლუბის” ორგანიზებით, გაიმართება ტროფი რეიდის ტიპის სპორტული გარბენი “Adjara Trophy – 2010″. ტროფი რეიდი ჩატარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს ჟურნალი “ავტობილდი”.
ტროფი რეიდში მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურად მომზადებული ავტომობილები და მათი ეკიპაჟები როგორც საქართველოდან, ასევე თურქეთიდან. “Adjara Trophy – 2010″-ს ფარგლებში, მოეწყობა ფოტო-კონკურსი საუკეთესო ექსტრემალური ფოტოს გამოსავლენად, გამარჯვებულს დააჯილდოვებს აჭარის ა/რ ტურიზმის დეპარტამენტი. გარბენის მონაწილეები მოაწყობენ ტურისტულ ბანაკს მაღალმთიანი აჭარის სოფელ გომარდულში, სადაც შეხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას და ღონისძიების მხარდამჭერებს. აქვე გაიმართება Trial–ის ტიპის შეჯიბრი.
“Adjara Trophy – 2010″ სტარტს აიღებს 4 დეკემბერს 9.00 საათზე, ქალაქ თბილისში, ვარდების მოედნიდან. რეიდის მონაწილეები გაივლიან მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციულ ტერიტორიებზე და მაღალმთიანი აჭარის გავლით ჩავლენ ბათუმში.
რეიდის სტარტი 4 დეკემბერი 9.00 საათი, ქ. თბილისი, ვარდების მოედანი.
“ოფროუდ კლუბი საქართველო” უზრუნველყოფს გადამღები ჯგუფების გადაყვანას გარბენის მსვლელობისას.
No comments yet.
Sorry, the comment form is closed at this time.