Bakuriani 2012

2012 წლის 26 თებერვალს დაბა ბაკურიანში საქართველოს ოფროუდ კლუბისა და ექსტრემალური სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა სპორტული ღონისძიება ”ბაკურიანი 2012” .

ღონისძიების სპონსორები და პარტნიორები გახლდათ: სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, თეგეტა მოტორსი, ნავთობკომპანია ”გალფი” და outdoor.ge. შეჯიბრს ესწრებოდა და მონაწილეობას იღებდა (თოვლმავლების კატეგორიაში) მინისტრი ლადო ვარძელაშვილი.

შეჯიბრის სახე გახლდათ თრაიალი (წრიული ტრასის დაძლევა დროში), რომელიც რამოდენიმე დისციპლინას (თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ) მოიცავდა.

შეჯიბრის ტრასაზე გამოდიოდნენ თოვლმავლები (ბურანი), მოტოციკლები და Off –road მანქანები.

ოფფ-როუდ შეჯიბრის ნაწილი 3 კატეგორიად იყოფოდა:

სტანდარტი – სადაც მანქანები მათი საბურავების ზომის მიხედვით ხვდებოდნენ და არ ჰქონდათ რაიმე სახის ცვლილება – ქარხნული მოცემულობის გარდა.

მონსტრები – კატეგორია, რომელშიც ხვდებოდნენ გრძელი ბაზის მქონე ავტომობილები .

ექსტრემი – მანქანათა კლასი, რომლებსაც დამატებული ჰქონდათ სხვადასხვა სახის დეტალები თუ ატრიბუტიკა, ქარხნული მოცემულობის გარდა.

ყველა დისციპლინას თავისებური ეშხი ჰქონდა, თუმცა ყველაზე მოსაწყენი ალბათ მაინც მოტო შეჯიბრი გახლდათ რადგან  ”ბაიკები” არ იყო მზად იმ პირობებისთვის რაშიც ისინი მოხვდნენ, თუმცაღა ვერ დავუკარგავთ მონაწილებს მონდომებასა და შემართებას.

შეჯიბრში მონაწილეების რაოდენობა შემდეგნაირი გახლდათ:

თოვლმავლები – 12 მონაწილე

მოტოები – 7 მონაწილე

ოფფ როუდი – 37 ეკიპაჟი

შეჯიბრს სტუმრობდნენ თურქი და სომეხი ეკიპაჟებიც, რომლებმაც საკმაოდ წარმატებულად იასპარეზეს.

ტურნირის მიმდინარეობისას იყო ავტომობილის დაზიანებებიც, თუმცა ყველა მონაწილე ჯამრთელი და ბედნიერი გადარჩა.

ყველაზე სერიოზული აღმოჩნდა 103 ეკიპაჟის (სტანდარტის კატეგორია) დაზიანება რომელიც მანქანის დაუმორჩილებლობის გამო გადაბრუნდა და სახურავზე დაეცა.

დანარჩენი მონაწილეები ნამქერებზე მსუბუქი შეჯახებებითა და ”გაჭედვით” გამოძვრნენ.

შეჯიბრის მიმდინარეობისას საკმაოდ ბევრჯერ გახდა საჭირო სამაშველო ეკიპაჟების შეგზავნა ტრასაზე რათა გაჭედილი მონაწილეები დაებუქსირებინათ და გამოეყვანათ სამშვიდობოს.

მონაწილეების თქმით შეჯიბრს ართულებდა ფხვიერი და გაუტკეპნავი თოვლი, რაც ყოველი მონაწილის გავლის შემდეგ ახალ მიმართულებასა და ლიანდებს იძენდა, ხოლო ყოველი შემდგომი მონაწილე (მანქანის სიმძიმისა და ზომის მიხედვით) ცდილობდა დაეძლია ეს წინააღმდეგობა ან გაეკვალა საკუთარი გზა.

საბოლოოდ აპარეზობა ძალიან საინტერესო საყურებელი გამოდგა , როგორც თოვლმავლებისა და მოტოციკლების ასევე ოფფ როუდის კუთხით.

ექსტრიმი არც მაყურებლებს აკლდათ, თოვლიანი და ქარიანი ამინდი ზოგჯერ მხედველობას ისე ზღუდავდა რომ გულშემატკივარი ტრასის ნახევარსაც ვეღარ ადევნებდა თვალს.

გვიან საღამოს გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი რომელსაც თან ახლდა სნოუბორდერებისა და მოთხილამურეების შოუ , ხოლო დაჯილოდვების დასრულებისას საღამო დააგვირგვინა გოგონების შოუ – ჩვენებამ.

კომპანია “გალფმა” გამარჯვებულებს საწვავის ტალონები გადასცა, ხოლო მომსახურების ვაუჩერებით ისინი “თეგეტა მოტორსმა” დააჯილდოვა.

გამარჯვებულები კატეგორიების მიხედვით:

კატეგორია სტანდარტი:

1.      გარი გასპარიან (სომხეთი) – (101) – Mitsubishi Pajero

2.      პაატა წაქაძე – (106) – Mitsubishi Pajero

3.      ლაშა გორგაძე – (107) – Mitsubishi Pajero

კატეგორია მონსტრები:

1.      დავით კოზანაშვილი – (202) – Jeep Cherokee

2.      ვასილ გაგნიძე – (205) – Toyota LC prado 78

3.      ლევ უნანოვი – (204) – Toyota Hilux

კატეგორია ექსტრიმი:

1.      სანდრო ცხადაძე – (312) – Toyota LC 80

2.      დავით მამუკაშვილი – (323) – Jeep Wrangler

3.      ვახტანგ ფიცხელაური – (324) – Nissan Patrol

კატეგრია მოტოციკლები:

1.      გიორგი ცისკარიშვილი – (406)

2.      ბესო დევდარიანი – (408)

3.      დავით ლობჟანიძე – (402)

კატეგორია თოვლმავლები:

1.      თემურ ხაჩატურიანი – (507)

2.      ლევან თურმანიძე – (501)

3.      შაკო სირაძე – (508)

სრული შედეგები იხილეთ აქ

https://off-road.ge/forum/index.php?showtopic=12515

No Comments

No comments yet.

Sorry, the comment form is closed at this time.