25 მარტს სომხეთში – იჯევანში ჩატარდა ოფროუდ შეჯიბრი ”ბილაინ ექსტრიმ 2012”
ქართული ოფფ როუდის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას ზემოთ აღნიშნულ შეჯიბრში და მორიგ გამარჯვებას მიაღწიეს.
შეჯიბრის სახეობა გახლდათ თრაიალი, ხოლო ტრასა საკმაოდ რთული იყო ცვალებადი რელიეფის გამო.
ბილაინ ექსტრემში სამი საასპარეზო კატეგორია იყო : სტანდარტი, მონსტრები და ექსტრემი.
მონაწილეებს გამოსვლისას უწევდათ მონაცვლეობით გადაელახათ ფხვიერი გრუნტი, ბეტონის კედლები და მდინარის კალაპოტში არსებული ქვიანი რელიეფი.
შეჯიბრის მიმდინარეობას ართულებდა მაყურებლის ქაოტური მოძრაობა ტრასაზე, რაც უსაფრთხოების ნორმებიდან აბსოლუტური გადახვევა იყო.
საბოლოოდ ქართველი ოფფ როუდერებიდან საპრიზო ადგილები მიპოვეს:
კატეგორია სტანდარტი
II ადგილი – ვახო შერგელაშვილი/გიორგი ლონდარიძე
კატეგორია მონსტრები
II ადგილი – დავით საძაგლიშვილი/ირაკლი ბეროშვილი
III ადგილი – ვასილ გაგნიძე/იოანე ყიფშიძე
კატეგორია ექსტრიმი
I ადგილი – დავით/სოსო მამუკაშვილები
III ადგილი – თემო შერგელაშვილი/ლევან ნიორაძე
გამარჯვებულებს კლუბის წევრებმა და გულშემატკივრება სპეციალური დახვედრა მოუწყვეს ვარდების მოედანზე.
No comments yet.
Sorry, the comment form is closed at this time.