კლუბის გასვლა 31 იანვარს: კასპი–მანგლისი

მაშ ასე დაიწყო ახალი წელი და 31 იანვარს შედგა კლუბის პირველი გასვლა.

დაგეგმილი იყო  კასპი–გოსტიბე–გოგოტი–ნამტვრიანი-მანგლისი მარშუტის გასვლა.
ეს მარშუტი რამდენჯერმე უკვე გადალახულ იქნა მაგრამ მხოლოდ მანგლისის მხრიდა. კასპის მხრიდან ის უფრო რთულია რაც ამ გასვლამაც დაადასტურა

შევიკრიბეთ “ფოთოლასთან” 8:30-ზე. მერე დავიშალეთ საჭმელებისა და საწვავის შესავსებად, საბოლოოდ ახალი ნათებიდან გავედით ასე 10:30-ზე.
საკმაოდ გაჭირდა გოსტიბემდე ასვლა, გზა მაგარი მოყინული იყო და მ/ტ საბურავები საერთოდ არ დადიოდა. ბერკეტას კიდე ძწალი უცხელებდა სულ და ამიტომაც უკან გამობრუნდა.
გოსტიბეშივე დაიწყო პირველი დიდი თოვლები. დრო იკვე 14:00 იყო. ნაკადულზე გადასვლის მერე წინ ჯაჭვებიანი ჯადოქარი წავიდა და გზას კვალავდა. ძაან აღმართი იყო. მერე დიმა მიყვებოდა, მერე ბადრი, აჩი და ვასო დობო და ა.შ.
ამ აღმართის დაძლევაზე დავხარჯეთ ყველაზე დიდი დრო. 18:00 იქნებოდა როცა მეორე დაბრკოლების დაძლევას შევუდექით. ამჯერად ტალახებიანი გუბეებიანი გზა იყო ტყის. წინ ბადრი მიდიოდა, მერე ჯადო, მერე სუძუკები და ბოლოში ჯაჭვებიანი პაჯეროები. ამ წყობამ უფრო გაამართლა, ჯაჭვებიანი მანქანების გაფუჭებული გზა არ იყო. საბოლოოდ ამ პირველმა ჯგუფმა (პაჯეროების გარდა) 1:30-ში გავიარეთ ეგ მონაკვეთი და გავჩერდით მათ მოლოდინში. აქ ერთ ადგილას პრადო ჩავარდა დიდი გუბეში რომელიც გაყინული იყო და ჩატყდა. ჯალამბარმაც აქ უმტყუნა, პლაშადკა ამოიღუნა. შედეგად ჯალოს ერთ ერთი კლემმა ედებოდა წინა ბამპერს და ამოკლებდა. ჯადოს დახმარებით ამოვათრიეთ. მივედით დობოსთან და … ხიდი დავბრიდეო.
სანამ უკნიდან პაჯეროები მოგვადგებოდნენ ჯადო და ბადრი წინ წავიდნენ დასაზვერად, გზის გასაკვალად. მარა ძაან დიდი ნამქერები იყო. მერე ფეხითაც გავიარე და მივხვდით რომ შანსი არ იყო. პლიუს მანგლისის მხარეს ჩასასვლელი გზა ამ ღამე ალბათ ასევე გასაკვალი იქნებოდა. გამოვბრუნდით უკან.

მონაწილეთა სია

1) აჩი + GIO_B – suzuki samurai 30″ + ჯალამბარი
2) წმინდაფე + კახა -Suzuki Samurai 30 + ჯალამბარი
3) ბადრი +კოტე+რამაზი+ზუკა toyota prado ჯალამბარი+simex 35
4) ლევანი+cat+ბაჩო + 50D – Pajero II 33 ჯალამბარი+ჯაჭვები
5) ჯადო + Jeep Peri – Jeep Wrangler 32 ჯალამბარი+ჯაჭვები
6) giorgio + ოთარი – PajeroII ჯალამბარ 32 + ჯაჭვებ !!!
7) დათო ლობჟანიძე+შტურმანი + მანიაკი მგზავრი უკანა სკამზე ღია ცის ქვეშ –suzuki samurai 33 + ჯალამბარი
8) დიმა+ნიკა – Suzuki Vitara — 31 m/t + ჯალამბარი
9) ვასიკო+იაგო-Pajero II -32 mt-ჯალამბარი+ჯაჭვები
10) ზურა1982+დათო-Pajero II-33 mt-ჯალამბარი+ჯაჭვები

გზიდან გამობრუნდა
11) ბერკეტა+ბერკეტუნა – Pajero II–FBEL 160 + ჯალო

შესაბამისი თემა ჩვენს ფორუმზე
https://off-road.ge/forum/index.php?showtopic=5856

No Comments

No comments yet.

Sorry, the comment form is closed at this time.