Øff Roaders Club Georgia » Blog Archive » მიიღე მონაწილეობა ორიენტირებაში – ჟატი 2010

მიიღე მონაწილეობა ორიენტირებაში – ჟატი 2010


მაშ ასე. ყინული დაიძრა.

ორიენტირება სახელწოდებით ჟატი 2010

შეჯიბრი ჩატარდება 2010 წლის ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად 3 ჯგუფში ტრ1, ტრ2 და ტრ3
ტექ მოთხოვნები იხილეთ ამ ბმულზე http://off-road.ge/forum/index.php?showtopic=5397

ამასთან ტრ2 და ტრ3 ჯგუფებში ჩატარდება კლასიკური GPS ორიენტირება. ხოლო ტრ1 ჯგუფში ჩატარდება კომბინირებულად რუკის და ლეგენდის მეშვეობით. შეიძლება რაიმე დამატებითი დავალებაც იყოს.

ტექნიკური მოთხოვნების გარდა დანარჩენი წესები ძირითადად იგივე იქნება როგორც “ორბეთი 2009-ზე”. ერთადერთი ცვლილება, იქნება ჯარიმა წერტილის აღების გარდა სხვა ფოტოების მოწოდებისთვის. თითო წერტილზე დასაშვებია მხოლოდ 2 ფოტოს მოწოდება.

ასევე სხვაობა იქნება რეგისტრაცია/ტექ კომისიაში. ეს ჩატარდება “დიდგორი 2009″ ტროფი რეიდის მსგავსად.

რეგისტრაცია ტრადიციულად იქნება 4WD-Shop-ში. 9 აპრილს.
ტექ. კომისია 10 აპრილს
თვითონ შეჯიბრი 11 აპრილს

და რაც მთავარია შეჯიბრის ჩატარების ადგილი გასაიდუმლოებული იქნება 10 აპრილის საღამომდე.

რეგლამენტი

ოფიციალური ვებ გვერდი

დისკუსია ფორუმზე

წინა ორიენტირების რეპორტაჟი:

No Comments

No comments yet.

RSS feed for comments on this post.

Sorry, the comment form is closed at this time.