Armtrial 2010

13 ივნისს, სომხეთში გამართულ საერთაშორისო ოფროუდ ტურნირზე – “არმტრიალ 2010″, საქართველოს სახელით მოასპარეზე ეკიპაჟმა II ადგილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ურთულესი ტრასის ბოლომდე გავლა და დაფინიშება TR2 ჩათვლით ჯგუფში სულ ორმა ეკიპაჟმა მოახერხა და აქედან ერთი – ჩვენი კლუბის წევრი დავით ბარძიმაშვილია.

მან TR2 კატეგორიის ფინიშს მაქსიმალურად მოკლე დროში მიაღწია და საუკეთესო დრო აჩვენა, თუმცა საჯარიმო ქულების გამო, მსაჯებმა უპირატესობა სომეხ მონაწილეს მიანიჭეს, რის გამოც ბარძიმაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში, ტრასის სირთულის გამო, ვერცერთმა სხვა მონაწილემ ვერ დააფინიშა და ეს ერთი-ორად ზრდის ქართველი ოფროუდერის გამრჯვების მნიშვნელობას.

უნდა აღინიშნოს, რომ ტრასა იყო ურთულესი და მიუხედავად შეჯიბრის სახელწოდებისა “TRIAL”, ეს არ იყო ტრიალის ტიპის შეჯიბრი. შესაბამისად, ქართული ეკიპაჟები, რომლებიც ტრიალის ტიპის შეჯიბრისთვის იყვნენ მომზადებული, ადგილზე ჩასვლისას აბსოლუტურად განსხვავებული ტიპის ტრასის წინაშე აღმოჩნდნენ, რაც ავტომანქანების დამატებით მომზადებას ითხოვდა და მოუმზადებელი ეკიპაჟებისთვის დაზიანების რისკს მაქსიმუმადე ზრდიდა.

აქედან გამომდინარე, რამდენიმე ეკიპაჟმა, რომლებიც ტურნირის უდავო ფავორიტებად ითვლებოდნენ, უარი განაცხადეს მონაწილეობაზე. ქართული დელეგაცია პირველად მონაწილეობდა საქართველოს საზღვრებს გარეთ ჩატარებულ საერთაშორისო ოფროუდ ტურნირში. ამ დრომდე, საერთაშორისო დონის ოფროუდ ტურნირები, კავკასიის მასშტაბით, მხოლოდ საქართველოში ტარდებოდა.

დამატებითი ფოტო ვიდეო მასალა და კომენტარები იხილეთ ჩვენს ფორუმზე http://off-road.ge/forum/index.php?showtopic=6948

ზურაბ მეტრეველი

No Comments

No comments yet.

RSS feed for comments on this post.

Sorry, the comment form is closed at this time.