Øff Roaders Club Georgia » Blog Archive » Extreme 2010

Extreme 2010

Extreme 2010 27 ივნისს, თბილისში, დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართება საერთაშორისო ოფროუდ ტურნირი “ექსტრიმi-2010″
ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს ექსტრემალური ავტოტურიზმის კავშირი “ოფროუდ კლუბი” და ვებ პორტალი adrenaline.ge, ოფიციალური მხარდამჭერები – თბილისის მერია და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი, სპონსორები – მაგთი, მაღაზია “4 ვედე”, ჰაიდელბერგცემენტი. ტურნირი უკვე მეორე წელია ექსტრემალური სპორტის კვირეულის ფარგლებში იმართება.
“ექსტრიმი-2010″ განეკუთვნება “ტრიალის” ტიპის შეჯიბრს და მასში მონაწილე პრეტენდენტებმა უნდა დაძლიონ წინასწარ განსაზღვრული ტრეკის რთულად გადასალახი მონაკვეთები, ბუნებრივი თუ სპეციალურად შექმნილი ბარიერებით. გამარჯვებულად ითვლება საუკეთესო დროის მქონე სპორტსმენი.
შეჯიბრი ჩატარდება 4 ჩათვლით კატეგორიაში:
• სტანდარტი – სტანდარტული ავტომობილები მინიმალური გადაკეთებით;
• მონსტრები – სტანდარტული 4 კარიანი ავტომობილები მინიმალური გადაკეთებით;
• ექსტრიმი – სპეციალურად მომზადებული ავტომობილები;
• კვადროციკლები
ტურნიში მონაწილეობენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და ირანის წარმომადგენელი პროფესიონალი სპორტსმენები. შეჯიბრში მონაწილეობა ასევე შეუძლიათ იმ მოყვარულ ავტომობილისტებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ რეგლამენტით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს.
უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, მონაწილე ეკიპაჟებისთვის სავალდებულოა უსაფრთხოების ღვედები, დამცავი ჩაფხუტები, ცეცხლმაქრი და მინი-აფთიაქი.

No Comments

No comments yet.

RSS feed for comments on this post.

Sorry, the comment form is closed at this time.