Apaven Trophy

30-31 ოქტომბერს, ქართველი ოფროუდერები ერევანში გამართულ ოფროუდ ტურნირზე იასპარეზებენ.
სომხეთში, ერევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართება ტროფი ორიენტირების ტიპის შეჯიბრი, სადაც 2 ქართული და ერთი ქართულ-სომხური ეკიპაჟი, სომეხი და ირანელი ავტოსპორტსმენების წინააღმდეგ, საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებს.
ტროფი-ორიენტირების ტიპის შეჯიბში, ეკიპაჟებმა უნდა იპოვონ რთულად მისადგომ ადგილებში განთავსებული წერტილები, წინასწარ მოცემული ნახაზის (“ლეგენდის”) მეშვეობით. გამარჯვებულად ცხადდება ეკიპაჟი, რომელიც უკეთეს დროში მეტ წერტილს დალაშქრავს.
ქართველი ოფროუდერები, მეორედ მონაწილეობენ სომხეთში გამართულ ოფროუდ ტურნირში. 13 ივნისს, სომხეთში გამართულ TRIAL-ის ტიპის შეჯიბრში Armtrial 2010, საქართველოს სახელით მოასპარეზე დავით ბარძიმაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ტურნირის ორგანიზატორია სომხეთის ოფროუდ მოძრაობა, ქართული ეკიპაჟების სომხეთში გამგზავრებას უზრუნველყოფს საქართველოს ექსტრემალური ავტოტურიზმის კავშირი – Off-Roaders Club Georgia. ქართული ეკიპაჟების მხარდამჭერია Red Bull და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.
ქართული ეკიპაჟები სომხეთში 29 ოქტომბერს, 21.00-ზე, რესპუბლიკის მოედნიდან გაემგზავრებიან.
მონაწილე ეკიპაჟები:
1. ლევან კინწურაშვილი – ნიკოლოზ ვარძელაშვილი
2. გიორგი გონაშვილი – დავით მამუკაშვილი
3. კონსტანტინე კოხრეიძე – მიჰრან სტეპანიანი

No Comments

No comments yet.

RSS feed for comments on this post.

Sorry, the comment form is closed at this time.