გამარჯვება ქებელე 2012–ზე

2012 წლის 29 იანვარს აზერბაიჯანში , კერძოდ კი კურორტ ქებელეში გამიართა ოფფ როუდ შეჯიბრი.

შეჯიბრის სახეობა გახლდათ თრაიალი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ 4X4-ზე ავტომობილები , 3 სხვადასხვა კატეგორიაში.
-

შეჯიბრი საკმაოდ რთულ კლიმატურ პირობებში მიმდინარეობდა თუმცა მის წარმატებასა და სამართლიან განვითარებას 32 მსაჯი აკვირდებოდა, რომელთაც მთავარი მსაჯი, ქართული ოფფ როუდის წარმომადგენელი მაია გოშაძე ხელმძღვანელობდა.

აზერბაიჯანის შეჯიბრებაზე ყველაზე რთულ, TR3 კატეგორიაში სამივე საპრიზო ადგილი ქართველებმა აიღეს.

I ადგილი – 320 გიორგი ღვინჯილია

II ადგილი -  317 დათო მამუკაშვილი

III ადგილი – 315 შალვა სირაძე

შეჯიბრებაში კიდევ მონაწილეობდა რამოდენიმე ქართული ეკიპაჟი თუმცა სამწუხაროდ მათ საპრიზო ადგილების აღება ვერ მოახერხეს.
წარმატებული ასპარეზობის შემდეგ ოფროუდერებს ქალაქში დარჩენილმა კლუბელებმა საინტერესო დახვედრა მოუწყეს.

No Comments

No comments yet.

RSS feed for comments on this post.

Sorry, the comment form is closed at this time.